სიახლეთა არქივი


სკოლის სტრუქტურა

2022-10-26: "ხელოსნობა მუსიკის გაკვეთილზე"


მე- 2კლასში, განხორციელდა ძალიან სახალისო და საინტერესო აქტივობა "ხელოსნობა მუსიკის გაკვეთილზე", სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ხელით დაამზადეს საკრავი წიკო-წიკო, გაიხსენეს და ისაუბრეს ხალხურ საკრავებზე, დააჯგუფეს ისინი სახეობების მიხედვით, ბოლოს კი ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები. ასეთი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრეატიული და წარმოსახვითი უნარების განვითარებას, ამაღლებს მოტივაციას და უფრო საინტერესოს ხდის საგაკვეთილო პროცესს. მასწავლებელი ნანა ყუფუნია